კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ‘რამეკაი’-ს ვებგვერდზე. ჩვენი სერვისის მიღებამდე, გთხოვთ გაეცნოთ მოხმარების წესებსა და პირობებს. თანხმობის შემთხვევაში გთხოვთ განაგრძოთ შეკვეთის პროცესი.

ზოგადი ინფორმაცია.

„რამეკაი“ წარმოადგენს იურიდიულ პირს და ამ გვერდის ოფიციალურ მფლობელი არის შპს „ჯაპანჯორჯია“ (ს/კ:402051060). შპს  „ჯაპანჯორჯია“ და მომხმარებელი, რომელიც აფორმებს შეკვეთას ramekai.ge-ს ვებგვერდზე და საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენს პირადი მონაცემების შეტანით, დებენ სამომხმარებლო შეთანხმებას. მომხმარებლის მიერ „რამეკაი“-ს ვებგვერდზე შესვლა და შემოთავაზებული სერვისის შეკვეთა გულისხმობს, რომ მომხმარებელი ეთანხმება და მზად არის შეასრულოს წინამდებარე მოხმარების პირობები.

წესები და პირობები. 

მოხმარების წესები და პირობები შედგენილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დავის წარმოშობის შემთხვევაში, მხარეები ეცდებიან დავა გადაჭრან მოლაპარაკების გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმეს განიხილავს სასამართლო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 

1. შეთანხმების საგანი 

1.1. შეთანხმების საგანს წარმოადგენს, „რამეკაი“-ს მიერ მის ვებგვერდზე წარმოდგენილი პროდუქტი და ამ პროდუქტის თქვენთვის სასურველ ადგილზე მიტანის მომსახურება, რის სანაცვლოდაც იხდით წინასწარ განსაზღვრულ თანხას. 
1.2. მომსახურების მიმწოდებელს აქვს უფლება ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება ramekai.ge-ს მომსახურებაში. 
1.3. მომსახურების მიმწოდებელს აქვს უფლება ცალმხრივად შეცვალოს შეთანხმების გამოყენების პირობები, და ამასთან არ არის ვალდებული შეატყობინოს მომსახურებით მოსარგებლეს.

2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია

2.1. მიიღოს შეკვეთა და შეასრულოს მომხმარებლის შეკვეთა თუ აქვს საკმარისი მარაგი.

2.2. შეკვეთის მიღებიდან საშუალოდ 0.5-1 საათის განმავლობაში მიიტანოს პროდუქტი მითითებულ მისამართზე.

2.3. იზრუნოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვაზე.

2.4. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციის მიწოდება მითითებულ მისამართზე არ განხორციელდება „რამეკაი“-ს მიზეზით, დაუბრუნოს მომხმარებელს უნაღდო ანგარიშსწორებით შეკვეთისას გადახდილი თანხა 2 სამუშაო დღის განმავლობაში.

2.5. მიაწოდოს მომხმარებელს ხარისხიანი, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვით დამზადებული პროდუქტი.

3. მომსახურებით მოსარგებლე ვალდებულია

3.1. მიაწოდოს „რამეკაი“-ს ზუსტი მონაცემები (სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა).

3.2. დროულად გამოართვას შეკვეთა „რამეკაი“-ს წარმომადგენელს.

3.3. განახორციელოს უნაღდო ანგარიშსწორება საკუთარი საბანკო ბარათით.

3.4. ყურადღებით გაეცნოს საკვები პროდუქტის შემადგენლობას ვებგვერდზე და განსაკუთრებული ალერგიულობის შემთხვევაში, დაწვრილებით გადაამოწმოს პროდუქტის შემადგენლობა „რამეკაი“-სთან, რათა თავიდან აიცილოს შესაძლო ალერგიული რეაქცია, რომლის შემთხვევაშიც ეკისრება სრული პასუხისმგებლობა.


4.
შეკვეთისა და გადახდის წესები

4.1. ვებგვერდზე www.ramekai.ge შესვლისას, მომხმარეებელმა  უნდა მიუთითოს უბანი, რომელიც შედის „რამეკაი“-ს მიტანის სერვისის არეალში.

4.2. მომხმარებელმა უნდა აირჩიოს პროდუქტი/პროდუქტები სურვილისამებრ. არჩეული პროდუქტი ავტომატურად მოთავსდება კალათაში. 

4.3. მომხმარებელმა უნდა გაიაროს ავტორიზაცია ან რეგისტრაცია (ფეისბუქ ანგარიშით ან  ელექტრონული ფოსტით და მობილური ნომრით). ამის შემდეგ სისტემა გადაიყვანს მას პირად „პროფილის“ გვერდზე. სასურველია იქნას გადამოწმებული არსებული ინფორმაცია აღნიშნულ „პროფილის“ გვერდზე (უნდა იყოს მითითებული მხოლოდ  მოქმედი მობილური ნომერი).

4.4. კალათაში დაბრუნებისას, მომხმარებელმა უნდა დააჭიროს გრაფას – „ყიდვა“ და იგი შემდგომში გადავა გადახდის გვერდზე.

4.5. მომხმარებელმა უნდა აირჩიოს ანგარიშსწორების მეთოდი, უნაღდო ანგარიშსწორებისას გადახდა ხორციელდება მომხმარებლის საკრედიტო/სადებეტო ბარათით, ხოლო ნაღდი ანგარიშსწორებისას მომხმარებელმა გრაფაში უნდა მიუთითოს კუპოურა (ნაღდი ანგარიშსწორების არჩევისას კუპიურის ჩაწერა სავალდებულოა).

4.6. დამატებითი ინფორმაციის გრაფის შევსება არ არის სავალდებულო. მომხმარებელმა სულვისამებრ შეუძლია დამატებით აღინიშნოს მისამართთან დაკავშირებული დეტალები (მაგ. სადარბაზო კარის კოდი), კერძთან დაკავშირებული კომენტარი ან სხვა შეკვეთის 
შესრულება-მოწოდებისათვის საჭირო ინფორმაცია.

4.7. შეკვეთის დამადასტურებელი შეტყობინება გამოიგზავნება მომხმარებლის ელ ფოსტაზე.

4.8. ვებგვერდზე მოცემული ფასები არის დღგ-ს ჩათვლით.

4.9.ვებგვერდზე მოცემული ფასები შეიძლება შეიცვალოს დროთა განმავლობაში.

4.10. „რამეკაი“-ს მიერ შეკვეთისას გადახდილი თანხის დაბრუნება ხორციელდება მხოლოდ სერვისის მიუწოდებლობის შემთხვევაში. მისამართის უზუსტობის გამო, მომხმარებლის მიერ შეკვეთის პოსტ-ფაქტუმ გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებელს გადახდილი თანხა არ დაუბრუნდება. თანხის დაბრუნება ხორციელდება მხოლოდ იმავე ანგარიშზე დაბრუნებით ან უშუალოდ შეკვეთის განმახორციელებელი პირისათვის თანხის დაბრუნებით.

5. დასკვნითი დებულებები

5.1. იმ შემთხვევაში, თუ ამ ხელშეკრულების რომელიმე პუნქტი წინააღმდეგობაში მოვა კანონთან, ან სხვა სამართლებრივი აქტების მიღების შემთხვევაში, მოცემული 
ხელშეკრულება არ უქმდება. მომსახურების მიმწოდებელი იღებს პასუხისმგებლობას, შეუსაბამო პუნქტი შეცვალოს ახლით.

5.2. ხელშეკრულების თავების გამოყენებული სათაურები განკუთვნილია მხოლოდ ტექსტის კითხვის გასაადვილებლად და არ გააჩნია იურიდიული განმარტების არსი. 
5.3. მოხმარების წესები და პირობები ნებისმიერ მომხმარებელზე მოქმედებს თანაბრად. 

5.4 ‘რამეკაი’-ს გუნდი ზრუნავს  სერვისის ხარისხზე. ‘რამეკაი’-ს მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ნებისმიერი კითხვა, რჩევა ან კონსტრუქციული შეფასება გთხოვთ მოგვწეროთ ელ. ფოსტაზე: info@ramekai.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 593080044

გა•აზია•რე რამეკაი