“რამეკაი” წარმოადგენს პატარა, მეგობრულ და მჭიდროდ შეკავშირებულ გუნდს, რომელსაც აერთიანებს საერთო გასტრონომიული ღირებულებები და ფილოსოფიური ხედვა. სწორედ ეს გუნდი ქმნის ყოველდღიურად ახალ და უმაღლესი ხარისხის საკვებს, რომელიც წარმოდგენილია სუშისა და ცხელი კერძების 30-ზე მეტი ნაირსახეობით. ასევე “რამეკაი” ჰარმონიულად აერთიანებს ტრადიციულ იაპონურ კულინარულ სტილს, ავთენტურ აზიურ ინგრედიენტებს და თანამედროვე გასტრონომიული კულტურის ელემენტებს, რათა კერძი განსაკუთრებით მიმზიდველი გახადოს როგორც გემოვნური, ასევე ვიზუალური თვალსაზრისით.

შეფ გიორგი ხვისტანის მიერ ტრადიციული იაპონური სამზარეულოს თანამედროვე გასტრონომიული ტენდენციების შერწყმით შექმნილმა “რამეკაიმ” დაარსების დღიდანვე დაიპყრო სტუმართა გულები და 2018 წლიდან გვევლინება ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობად და მოთხოვნად აზიურ რესტორნად. 

რესტორნის ძირითადი კონცეპცია ემყარება შეფის ხანგრძლივ და მრავალფეროვან პროფესიულ გამოცდილებას, რომელიც მან მსოფლიოს წამყვანი აზიური სამზარეულოს სპეციალისტებთან მუშაობის გზით შეიძინა. შედეგად, “რამეკაის” ბედი თავიდანვე განსხვავებულად გადაწყდა. “რამეკაი” არ უნდა ყოფილიყო “მორიგი სუშის რესტორანი”.

გახსნის პირველივე დღიდან “რამეკაის” მამოძრავებელ მოტივს წარმოადგენს საფირმო და ორიგინალური  კერძების შექმნა, რომლებიც თავის მხრივ ცნობადი და დაუვიწყარი იქნება რესტორნის სტუმრებისთვის.  “რამეკაი” განთქმულია შესანიშნავი კერძებით, უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით და მეგობრული გარემოთი.

“ჩვენი მთავარი მიზანია პრაქტიკულ საქმიანობაში ტრადიციული იაპონური კულინარული ხელოვნების ნიუანსების გამოყენება, იაპონური ესთეტიკისა და საკვების მიმართ ფილოსოფიური დამოკიდებულების ჩათვლით. შესაბამისად ჩვენ შევიმუშავეთ მომსახურების, კომუნიკაციის, მარკეტინგისა და დიზაინის განსხვავებული კონცეპციები, რაც თავის მხრივ პასუხობს ჩვენს მთავარ მიზანს და ამოცანებს” – გაგვანდო რესტორნის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა შეფმა, გიორგი ხვისტანმა. 

“რამეკაი” არ არის მხოლოდ სახელი, ეს არის ადგილი, სადაც თქვენ მუდამ გელოდებათ რაღაც განსხვავებული, შესანიშნავი და დაუვიწყარი. ეს არის ადგილი, სადაც თქვენ შეგიძლიათ ესტუმროთ თვალწარმტაც, დაუვიწყარ იაპონიას და ეზიაროთ მათ განუზომელ გასტრონომიულ კულტურას.

სიყვარულით, “რამეკაის” გუნდი

ჩვენი მთავარი მიზანია იაპონური გასტრონომიისა და კულტურის  პოპულარიზაცია საქართველოში”- გიორგი  ხვისტანი

“რამეკაის” დამფუძნებელი და აღმასრულებელი შეფი.