გამოფენა აერთიანებს ვიზუალურ და გასტრონომიულ ხელოვნებას. პროექტი გახლავთ მხატვარ ნინო ელიაშვილის და რამეკაის კოლაბორაცია, შესრულების სტილისტიკა ფოკუსირებულია იაპონურ კულტურაზე, რომელსაც მხატვარი გადმოსცემს თანამედროვე კონტექსტში.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება, აკვარელით შესრულებული ნამუშევრები, თითოეული ნახატი ასახავს ტრადიციული იაპონური თემების თანამედროვე ინტერპრეტაციებს. გამოფენის შინაარსი გადმოცემულია იაპონური კულტურის ელემენტებით, როგორიცაა: ურბანული ცხოვრება, მოდა და საკულტო სიმბოლოები. ყველა ილუსტრაცია შესრულებულია ფიგურულ სტილში, აკვარელისთვის დამახასიათებელი სიმსუბუქით. ეს თანამშრომლობა მიზნად ისახავს ტრადიციული თემების თანამედროვედ წარმოჩენას და ახალი პერსპექტივის შექმნას იაპონიის კულტურულ მემკვიდრეობაზე, რათა გახადოს იგი ხელმისაწვდომი და მიმზიდველი მრავალფეროვანი აუდიტორიისთვის.
გამოფენა გაიმართება რამეკაის სივრცეში, ფხოვის 1-ში (ორბელიანის მოედანზე), აქ მიიღებთ განსაკუთრებულ და ამავდროულად სენსორულ გამოცდილებას, როგორც ვიზუალური ასევე გასტრონომიული მიმართულებით.