კეთილი იყოს თქვენი მობრძანება "რამეკაი"-ში
რამეკაი თავისი კონცეფციით გამორჩეული სივრცეა აზიური გასტრონომიის მოყვარულთათვის. ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ აზიურ ფიუჟენს, რომელიც წარმოდგენილია 50-ზე მეტი კერძების ნაირსახეობით.
“რამეკაი”-ს მთავარი განმასხვავებელი ნიშა გახლავთ სწორედ ის ემოცია, რაც აქ სტუმრობის და კერძების დაგემოვნების შემდეგ გეუფლებათ. ჩვენთან თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ შეფ გიორგი ხვისტანის საავტორო მენიუ, სუში როლები, რამენი, ვოკი, ბაო და ბევრი სხვა საინტერესო კერძი.
ბრენდის ისტორია იწყება 2018 წლიდან. დღეისთვის “რამეკაი” ოპერირებს თბილისის ორ ლოკაციაზე - ილია ჭავჭავაძის გამზ. #37-ში და ფხოვის ქ. #1-ში (ორბელიანის მოედანზე). ორივე რესტორანი სივრცის თვალსაზრისით განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა ორივე არის ის ადგილი, სადაც თქვენ შეგიძლიათ ესტუმროთ დაუვიწყარ აზიას და ეზიაროთ მის განუზომელ გასტრონომიულ კულტურას.

ჩვენი გუნდი
